უმარტივესი ამოცანა, რომელმაც ინტერნეტის მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო - სცადეთ!

ინტერნეტით გავრცელებულმა, ამ ერთი შეხედვით უმარტივესმა ამოცანამ სოციალური ქსელების მომხმარებლები საგონებელში ჩააგდო: ზოგიერთმა პირველივე ჯერზე ძალიან მარტივად ამოხსნა, მაგრამ ბევრმა აღმოაჩინა, რომ ამ სიმარტივის მიღმა რაღაც ძალიან საეჭვო იმალება... სცადეთ თქვენც!

მაშ ასე, როგორც სურათზე ხედავთ, მოცემულია სამი უცნობი (პირობითად ბანანი, ვაშლი და ქოქოსი). თქვენი ამოცანაა მოცემული სამი მაგალითის მიხედვით გამოითვალოთ მეოთხე მაგალითის პასუხი.


დიახ, ერთი შეხედვით ამოხსნა ძალიან მარტივია:



ვაშლი = 10

ბანანი = 4

ქოქოსი = 2

მეოთხე ამოცანის პასუხი კი: 16


დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოში არსებული თავსატეხების მსგავსია... მაგრამ რატომ გამოიწვია ამ მარტივმა ამოცანამ ამხელა აჟიოტაჟი?


მოდით დავაკვირდეთ სურათს: ცხადია, რომ "ვაშლი" უდრის 10-ს.



ბანანი: (18 — 10) : 2 = 4



ქოქოსი: 4 — 2 = 2



ბოლო განტოლებაში კი საჭიროა უბრალოდ მიღებული სიდიდეების შეკრება.




მარამ არა! ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ზოგიერთი ხილი რაოდენობა შემცირდა. ქოქოსისგან ერთი ნახევარი დარჩა, ბანანი კი მხოლოდ სამი დარჩა.


გამოდის: 1/2*2 + 10 + 3/4*4 = 14!


აი, რატომ გაიყო ინტერნეტ მომხმარებლების აზრი აღნიშნული ამოცანის ამოხსნაზე. ზოგიერთისთვის პასუხი ისევ 16 არის, ზოგისთვის - 14. თქვენ როგორ ფიქრობთ? 






წყარო: Intermedia.ge 


ზემოთ